Skip to content

პროგრამული უზრუნველყოფა, ნაწილი მე-4

ყურადღება! ეს არ არის ვარეზი! მე არ დავდებ არცერთი პროგრამის კრეკს, სერიულ ნომერს ან სხვა სახის „წამალს“! გთხოვთ ასეთი თხოვნით არ მომმართოთ!

ნაწილი მეოთხე:

10. LightZone

სისტემური მოთხოვნები:

  • Mac OS X Tiger (10.4.3 ან უფრო ახალი);
  • PowerPC G4 ან G5, ან Intel processor;
  • 1 გბაიტი მეხსიერება (2 გბაიტი რეკომენდირებულია);
  • Java 1.5 Release 5 საჭიროა

LightZone გამოიყენება ფოტოგრაფიების დამუშავებისას. საწყის მასალად გამოდგება არა მარტო ტრადიციული გრაფიკული ფორმატები, არამედ RAW თანამედროვე ციფრული კამერების უმრავლესობისა. მათი სრული სია შეგიძიათ ნახოთ პროექტის ოფიციალურ საიტზე.

პროგრამა კროსპლათმორულია და იყენებს Java 1.5-ს.

გვინდა დავძინოთ, რომ აღნიშნული პროგრამა არ არის Photoshop-ის ან Photoshop Elements-ის ჩანაცვლება. იგი უფრო გამოდგება ფოტოების სწრაფი კორექტირებისათვის.

Java მუშაობის პროცესში არ ტვირთავს სისტემას ძლიერ. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მუშაობს, განსაკუთრებული „ტორმუზების გარეშე (iMac Core Duo 1.83 გჰც, 2 გბაიტი მეხსიერება, დაახლოებით 30 ერთდროულად მომუშავე პროგრამა, მათ შორის Java).

ოფიციალური საიტი

11. MiniBatteryLogger 1.7.7

MiniBatteryLogger 1.7.7 — ეს არის Mac OS-ისათვის, რომელიც ახდენს პორტატული კომპიუტერის აკუმულატორის მონიტორინგს და გამოაქვს მთელი ინფორმაცია ადვილად აღსაქმელი გრაფიკების და ცხრიელბის სახით.

ოფიციალური საიტი

12. Semulov 1.1

Semulov – მოსახერხებელი უტილიტაა, რომელიც ასახავს მენიუს პანელში სისტემის ყველა განყოფილებას iPod-ის, ქსელური დისკების, სერვერების და სხვა ტომების ჩათვლით.

პროგრამა უფასოა და შეგიძლიათ დაქაჩოთ აქედან.