Apple-ის ისტორია: iMac-ის ევოლუცია ფოტოებში

1998 წელს გამოშვებული iMac-ი გახდა სერიოზული წინგადაგმული ნაბიჯი Apple-ისათვის.

ორიგინალური „Bondi Blue“ iMac-ი შეიცავდა 233 მგჰ PowerPC 750 პროცესორს, 256 მბაიტ მეხსიერებას, 2 USB პორტს და ჩადგმულ 56k მოდემს. მისი ფასი იყო $1,299.

2002 წლის იანვარში, Apple-მა გამოუშვა iMac-ის ახალი თაობა. iMac G4. ამ შესანიშნავ მანქანას გააჩნდა 15 დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი და აღჭურვილი იყო 700/800 მგჰ G4 პროცესორით, 1 გბაიტი მეხსიერებით და 60 გბაიტი დისკური სივრცით. ახალი დიზაინი მომხმარებლებმა დიდი მოწონებით მიიღეს და ზოგიერთის მოსაზრებით ეს მოდელი გახდა Apple-ის საუკეთესო მოდელი.

2004 წლის აგვისტოს ბოლო დღეს წარმოდგენილი იქნა iMac G5-ი. კომპიუტერის დიზაინი არ შეცვლილა მაშინაც კი, როდესაც Apple-ი გადაერთო Intel-ის პროცესორებზე 2006 წელს.

2007 წლის 7 აგვისტოს Apple-მა წარმოადგინა iMac-ის უახლესი ვერსია. ახალი სისტემა აღჭურვილია 1 ტერაბაიტი (!) დისკური სივრცით. ATI Radeon HD ვიდეო-ბარათით, 2.4 გჰც Core 2 Extreme პროცესორით და 4 გბაიტი მეხსიერებით. ახალი მოდელის ფასები მერყეობს $1199-დან 20 დუიმიანი მოდელისათვის $1799-მდე 24 დუიმიანისათვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *