ზოგიერთ iPhone-ს სენსორულმა ეკრანმა უმტყუნა

iPhone-ის ზოგიერთი მომხმარებელი გვატყობინებს სენსორულ ეკრანთან მუშაობის პრობლემებზე. მათი განცხადებით, ყველაზე „მკვდარი ზონა“, რომელიც არ რეაგირებს შეხებაზე, არის ჰორიზონტალური ზოლი, ერთი სანტიმეტრის სიგანის, როდესაც ტელეფონი პორტრეტულად არის შემობრუნებული.

iPhone-ის მფლობელთა განცხადებით, პრობლემა არ გვარდება არც ტელეფონის სრული ჩამოყრით, არც რამოდენიმე დღის წინ გამოსული შიდა პროგრამული უზრუნველყოფის განახლების დაყენება.

ვებ-საიტი AppleInsider-ის ინფორმაციით, Apple-ის ტექნიკური მხარდაჭერა საკმაოდ ოპერატიულად ასწორებს უწესრიგობებს და რემონტის დროის განმავლობაში მომხმარებელს აძლევს სათადარიგო ტელეფონს.

გაყიდვების პირველივე დღეებში Apple-მა გაყიდა ძალიან დიდი რაოდენობის iPhone-ი. ამის გარდა, ახალმა ტელეფონნა პრესის ისეთი ყურადღება მიიპყრო, როგორიც არ ჰქონია არცერთ წინამორბედს. ამან ყველაფერმა ზოგიერთ პარტიაში მცირედი უწერიგობის შესახებ ინფორმაცია გახადა საკმაოდ რეზონანსული. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ გაყიდული აპარატების რაოდენობას, შეგვიძლია დავინახოთ, რომ iPhone-ის წუნის პროცენტი დაბალია და არ უნდა აღემატებოდეს ასეთ მაჩვენებელს iPod-ისათვის.

წყარო: AppleInsider

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *