Skip to content

Apple-მა განაახლა Mac mini

iMac-თან ერთად, Apple-მა აგრეთვე გაანახლა თავისი ყველაზე პატარა კომპიუტერი - Mac mini. ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას სტივ ჯობსმა არ აღნიშნა ეს განახლება, თუმცა შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, მმართველმა დირექტორმა ტიმ კუკმა დაადასტურა Mac mini-ის კონფიგურაციის შეცვლის შესახებ.

ახალი Mac mini-მ მიიღო პროცესორი Core 2 Duo 1,83 და 2,0 გჰც-ით, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა Mac OS X Leopard-თან 64-ბიტიან რეჟიმში. ორივე მოდელს აქვს 1 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ხოლო მყარი დისკის მოცულობა გაიზარდა 60/80 გბაიტიდან 80/120 გბაიტამდე. Mac mini-ის კომპლექტში ჩართულია iLife-ის ახალი ვერსია. ა.შ.შ.-ში ახალი მოდელის ფასი არ შეცვლილა — უმცროსი მოდელი ღირს $599, უფროსი - $799.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე კვირის წინ AppleInsider-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ Apple-ი გეგმავდა Mac mini-ს წარმოების შეწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ „პაწიას“ წარმოება Apple-თვის არა არის ხელსაწყერი, კომპანიას, შესაძლოა, აქვს მიზეზი აწარმოოს იგი.

წყარო: Apple