Apple-მა განაახლა .Mac სერვისი

ახალი iMac-ების გამოშვებასთან ერთად, Apple-მა გაანხლა .Mac სერვისი.

.Mac-ის ერთ-ერთი სიახლე გახდა ვებ-გალერეები (.Mac Web Gallery), რომლებიც შესაძლებლოას გაძლევენს გამოაქვეყნოთ ფოტოები და ვიდეორგოლები უშუალოდ iLife-დან. გამოქვეყნების შემდეგ ნახატები ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი Mac, PC კომპიუტერიდან და iPhone ტელეფონიდან. გალერეის დამთვალიერებლებს შეუძლიათ ჩამოქაჩონ ფოტოების ასლები, აგრეთვე დაამატონ საკუთარი ფოტოები.

აგრეთვე საგრძნობლად გაიზარდა მონაცემთა შენახვის მოცულობა – 10 გბაიტამდე ინდივიდუალური გამოყენებისას და 20 გბაიტამდე თითოეულ ოჯახურ ლიცენზიაზე. .Mac ახლა შესაძლბლობას გვაძლევს გამოვიყენოთ საკუთარი დომენური სახელები.

.Mac-ის ელფოსტის სერვისი შესაძლებლობას გვაძლევს გავაგზავნოთ შეტყობინება 20 მბაიტიანი დანართებით და გააჩნია არასასურველი შეტყობინებების გაუმჯობესებული ფილტრი. გაიზარდა ტრაფიკის მოცულობაც: ახლა თითოეულ მომხმარებელს შეუძლია გადასცეს 100 გბაიტი (200 – ოჯახური ლიცენზიის შემთხვევაში) ყოველთვიურად.

.Mac-ის გამოყენების ფასია – $99,95 წლიურად ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის და $179,95 – ოჯახური ლიცენზიისათვის.

წყარო: Apple

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.