Skip to content

Apple-მა გამოუშვა ულტრათხელი კლავიატურა

ახალი ულტრათხელი კლავიატურა, რომელიც წარმოდგენილია ახალ iMac-თან ერტად, აგრეთვე ცალკეც გაიყიდება. ამის გარდა, Apple-მა წარმოადგინა ახალი უსადენო კლავიატურა, რომელიც განსხვავდება iMac-ის კლავიატურისაგან „პორტატული კომპიუტერის“ განლაგებით და USB 2.0 პორტების არარსებობით.

ორივე კლავიატურა სისქით 1 სანტიმეტრია, შესრულებულია ალუმინის კორპუსში და გააჩნიათ კლავიშები, რომლებიც რარაც მანძილზეა ერთმანეთისაგან დაშორებული.ორივე კლავიატურას გააჩნიათ ფუნქციონალური კლავიშები Expose-ის და Dashboard-ისათვის, მედიაფაილების გაშვება/გაჩერებისათვის, ჩანაწერებში გადაადგილებისათვის.

კლავიატურის მისაერთებლად საჭიროა Mac კომპიუტერი USB 1.1 ან 2.0 პორტით, Mac OS X 10.4.10. ღირებულება - $49.

ახალი უსადენო კლავიატურა იკვებება სამი АА ტიპის ბატარეისაგან, მისი მშაობისათვის საჭიროა Mac-ი Bluetooth-ით და Mac OS X 10.4.10. ღირებულება - $79.გვინდა ავღნიშნოთ, რომ ახალმა კლავიატურამ უკვე მოაწრო „გამოჩენა“ ინტერნეტში პრეზენტაციამდე ადრე. ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც Apple-მა ვერ მოახერხა საიდუმლოს შენახვა (იქნებ არც მოისურვა).

წყარო: Apple