ახალი iMac — ალუმინის კორპუსი, ეკრანი — 20”-დან

გუშინ კუპერტინოში გამართულ პრესასთან შეხვედრაზე Apple-ის ხელმძღვანელმა სტივ ჯობსმა წარმოადგინა ახალი iMac-ი.

ჭორები, რომლებიც ინტერნეტში მუსირებდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სრულიად დადასტურდნენ: ახალმა iMac-ებმა მიიღეს ახალი უფრო თხელი ალუმინის კორპუსი, წარმოებიდან მოიხსნა 17-დუიმიანი მოდელი, კომპლექტში შედის ახალი კლავიატურა.

თუ iMac-ების წინა მოდელებში გაფორმა ჰგავდა iPod-ის გაფორმებას, ახალ მოდელებში ჩნდება iPhone-ის ასოციაციები. ალუმინის კორპუსი, პრიალა შავი პლასტიკატის ჩადგმა დისპლეის გარშემო, გლუვი შავი უკანა მხარე – iMac-ის გაფორმება შეიცვალა მთლიანად, თუმცა ფორმ-ფაქტორი პრაქტიკულად დარჩა იგივე – ისეთი განსხვავება, როგორიც იყო iMac G4-სა და iMac G5-ს შორის, არ არის.

iMac-ის კიდევ ერთი სიახლეა პრიალა ეკრანი, რომელიც, სტივ ჯობსის განცხადებით, ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს (ალბათ იქნება ბევრი მომხმარებელი, რომელიც არ დაეთანხმება ამ მოსაზრებას).

სულ წარმოდგენილია სამი მოდელი – ორი 20-დუიმიანი და ერთი – 24”. უმცროსი 20-დუიმიანი მოდელი აღჭურვილია Intel Core 2 Duo პროცესორით 2 გჰც სიხშირით, დანარჩენებში – 2,4 გჰც. ამჟამად ყველა iMac-ს აქვს 1 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ოპტიკური დისკწამყვანი Superdrive გვერდული ჩატვირთვით, FireWire 800 პორტები, AirPort ადაპტერი 802.11n-ის მხარდაჭერით, Bluetooth 2.0+EDR და Apple Remote მართვის პულტი.

განახლდა გრაფიკული ქვესისტემა: უმცროსს მოდელს აქვს ATI Radeon HD 2400 XT, დანარჩენებს – ATI Radeon HD 2600 PRO. უნდა აღინიშნოს, რომ ATI პროცესორიების გამოყენება – საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯია Apple-ის მხრიდან, ვინაიდან დიდი ხანია ითვლებოდა, რომ AMD-ს მიერ კანადური კომპანიის შეძენის შემდეგ, Mac-ებში გამოყენებული იქნებოდა მხოლოდ NVIDIA-ს ჩიპები.

ახალი iMac-ების ფასებია — $1199, $1499 და $1799, ისინი უკვე გამოვიდა Apple-ის ინტერნეტ-მაღაზიებში გაყიდვაში.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ფოტო, რომლებიც გამოქვეყნდა ვებ-საიტზე AppleInsider.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.