Skip to content

ნუთუ iPhone-ი გატეხეს სხვა ქსელებში სამუშაოდ?

ერთ-ერთი ფორუმის წევრები ამტკიცებენ, რომ მათ შეძლეს iPhone-ის მთლიანი განბლოკვა ნებისმიერ ოპერატორტან მუშაობის მიზნით. ჰაკერების განცხადებით, მათი გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა მიიღოთ და განახორციელოთ ზარები, გაგზავნოთ SMS-შეტყობინებები და გამოიყენოთ ინტერნეტი EDGE-ს საშუალებით. ერთადერთი ფუნქცია, რომელიც არ მუშაობს, არის Visual Voicemail-ი.

iPhone-ის განბლოკვის პროცესი საკმაოდ მარტივია. ამის გარდა, ჰაკერების მიერ აღწერილი ოპერაციების შესასრულებლად საჭიროა დამატებითი მოწტყობილობები, მათ შორის SIM-ბარათის წამკითხველი, ხოლო თვითონ SIM-ბარათი, რომელიც გამოყენებული იქნება iPhone-ში, უნდა იყოს V1 ვერსიის, ვინაიდან ახალი ვერსიის V2 და V3 ბარათებს გააჩნიათ უფრო მედეგი დაცვა.

ჰაკერები ცდილობდნენ iPhone-ის განბლოკვას მისი გამოსვლის დღიდან. ასეთი სახის ოპერაციები არ ითვლება უკანონოდ არც ა.შ.შ.-ს ტერიტორიაზე და არც ევროპაში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირ შემთხვევებში ასეთი ქმედებები იწვევენ საგარანტიო მომსახურების დაკარგვას.

წყარო: MacNN