VMware-ი იწყებს Fusion-ის გაყიდვებს 6 აგვისტოს

კომპანიამ VMware განაცხადა, რომ ვირტუალური x86-მანქანის ფინალური ვერსია გაყისვაში გამოვა 6 აგვისტოს.

VMware Fusion-ი შესაძლებლობას იძლევა გაეშვას Mac OS X-ის ფანჯარაში სტუმარი ოპერაციული სისტემის სტატუსში x86 პროცესორის ოერპაციული სისტემები — Microsoft Windows, Linux და სხვ.

კომპანიის განცხადებით, ათწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, Fusion-ი გახდება ყველაზე ფუნქციონალური პროგრამული უზრუნველყოფა Mac OS X-თვის. პაკეტი შესაძლებლობას იძლევა სტუმარი ოპერაციული სისტემის რანგში გაეშვას 32- და 64-თანრიგიანი ოპერაციული სისტემები, მხარს უჭერს სხვადასხვა სახის მოწყობილობებს USB 2.0 ინტერფეისით და 60-მდე ოპერაციულ სისტემას. Fusion-ს აგრეთვე გააჩნია კვების მართვის საშუალებები და DirectX-ის მხარდაჭერა.

ბეტა-ტესტირების დაწყებიდან VMware-ის web-საიტიდან ჩამოიტვირთა პაკეტის მეოთხედ მილიონზე მეტი ასლი.

VMware Fusion-ის ღირებულებაა — $80. 5 აგვისტომდე კომპანია შესაძლებლობას იძლევა შეიძინოთ პაკეტი ორჯერ ნაკლებ ფასში.

წყარო: VMware