Skip to content

Microsoft-მა გადადო Office 2008-ის გამოშვება გაისამდე

Microsoft-ის ქვეგანყოფილებამ Mac Business Unit გამოაცხადა, რომ საოფისე პაკეტი Mac-თვის Office 2008 მხოლოდ გაისად გამოვა.

ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა კომპანიის სწრაფვა უზრუნველყოს პროდუქტის სათანადო ხარისხი. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროდუქტის გამოშვების თარიღი გადაწეულია ამ წლის ბოლოდან შემდეგი წლის დასაწყისისათვის, ამასთან, კომპანია შეეცდება პროდუქტი გამოუშვას Macworld-ის ყოველწლიური გამოფენისათვის. შეგახსენებთ, რომ ივნისში Microsoft-მა გამოაცხადა საოფისე პაკეტის ახალი ვერსიის გამოსვლა მიმდინარე წლის მეორე ნახევრისათვის.

Microsoft MacBU-ს ხელმძღვანელის, კრეიგ ეისლერის (Craig Eisler) განცხადებით, რომელმაც რამდენიმე თვის წინ შეცვალა როზ ჰო (Roz Ho), შეფერხების მიზეზი გახდა ახალი ფორმატის ფაილებთან მაქსიმალური თავსებადობის სურვილი, რომელიც გამოიყენება PC-ვერსიაში და Apple Xcode-ის გარემოში კოდის გადატანის სირთულე.

„დოკუმენტის ასახვის სიზუსტე ძალზედ მნიშვნელოვანია, შესაბამისად პროგრამისტები ცდილობენ, რომ დოკუმენტები, რომლებიც შექმნილია Office 2008-ში Office Open XML ფორმატში, თავსებადი იყვნენ Office 2007 для Windows-თან“, — განაცხადა ეისლერმა.

წყარო: MacNN