პროგრამული უზრუნველყოფა, ნაწილი 1-ლი

დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მაკის პროგრამული უზრუნველყოფის მცირე მიმოხილვებს (მომავალში, პირობას გაძლევთ, რომ თითოეული პროგრამა დეტალურად იქნება აღწერილი).

ყურადღება! ეს არ არის ვარეზი! მე არ დავდებ არცერთი პროგრამის კრეკს, სერიულ ნომერს ან სხვა სახის „წამალს“! გთხოვთ ასეთი თხოვნით არ მომმართოთ!

მაშ ასე, ნაწილი პირველი:

1. Daylite 3.2.3 – მაკ მმართველი

კომპანიამ Marketcircle გამოუშვა Daylite Productivity Suite-ის ახალი პაკეტი, რომელიც განკუთვნილია ამოცანათა სიების შედგენისა და მართვისათვის.

პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ შექმნათ და დაარედაქტიროთ კალენდრები, მართოთ საკონტაქტო პირების ცნობარები და თვალყური ადევნოთ მსხვილი პროექტების შერულების მიმდინარეობას; მხარდაჭერილია მონაცემთა სინქრონიზაცია ჯიბის კომპიუტერებთან Palm და კომუნიკატორებთან BlackBerry.

მწარმოებლის საიტი

2. Spector 3.0.15 – მაკ შპიონი

Spector – ეს არის პროგრამა, რომელიც იწერს ყველაფერს, რაც ხდება კომპიუტერში. იგი ავტომატურად აკეთებს ეკრანის ფოტოებს დროის განსაზღვრული ინტერვალების გამოტოვებით და ინახავს ამ ფოტოებს ქსელურ დისკზე. ეკრანის სურათების შეიძლება გაკეთდეს ყოველ რამდენიმე წამში ან წუთში ერთხელ.

მწარმოებლის საიტი

3. ClamXav 1.0.8 – უფასო ანტივირუსული სკანერი

ClamXav – ღია წყაროზე დაფუძნებული, უფასო ანტივირუსული სკანერია Mac OS X-თვის. მწარმოებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ თუმც ოპერაციული სისტემა Mac OS X-ი ნაკლებად არის ჭია-ვირუსების და სხვა სახის მავნე კოდის მხრიდან დასნებოვნების მსხვერპლი, მაგრამ ფაილები, რომლებიც გადაეცემათ Mac-ის მომხმარებელებს იმ პირებისაგან, ვინც მუშაობს Microsoft Windows-ში, შეიძლება შეიცავდნენ საშიშროებას. ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ Mac-ზე Windows-ში ემულატორების საშუალებით მუშაობისას, ასევე შესაძლებელია გახდეთ ვირუსული შეტევის მსხვერპლი.

მწარმოებლის საიტი