Skip to content

iPhone-ში აღმოჩენილია გამოუყენებელი პროგრამების კვალი

Apple iPhone-ის შიდა პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოჩენილია პროგრამები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი მოწყობილობის ინტერფეისიდან.

„Default ApplicationState.plist“ ფაილის სისტემური პარამეტრების გამოკვლევისას, აღმოჩენილი იქნა შემდეგი ჩანაწერები:

  • com.apple.unitconverter
  • com.apple.widget.phonebook
  • com.apple.widget.translation
  • com.apple.widget.worldclock
  • com.apple.mobile.radio

უნდა ავღნიშნოთ, რომ iPhone-ის ხელსაწყოთა უმეტესი ნაწილი OS X პროგრამაა, ამიტომაც გამორიცხული არაა, რომ აღნიშნული სტრიქონები არაფერია თუ არა ატავიზმი, რომელიც შემთხვევით ჩარჩა. უფრო საინტერესოა პროგრამა „mobile radio“: მისი ანალოგი ოპერაციულ სისტემაში არ არის, ანუ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ კუპერტინოში განიხილავდნენ რადიო გადაცემების, საეთერო ან ინტერნეტ-რადიოს, მიღებას.

წყარო: iPhoneology