Apple-მა გამოუშვა Pro Application Support 4.0.1

Apple-მა გამოუშვა საერთო განახლება ვიდეო და აუდიო შიგთავსთან სამუშაო პროფესიული პროგრამებისათვის — Pro Application Support 4.0.1.

კომპანიის განცხადებით, განახლება აუმჯობესებს პროფესიული პაკეტების ინტერფეისის საიმედობას . Apple-ი გვირჩევს დავაყენოთ ეს განახლება, თუ ვსარგებლობთ შემდეგი პროგრამებით: Final Cut Studio, Final Cut Pro, Motion, Soundtrack Pro, DVD Studio Pro, Aperture, Final Cut Express HD, Soundtrack, Logic Pro და Logic Express.

Apple-ის ვებ-საიტზე, რომელიც ეძღვნება Pro Application Support 4.0.1, შეიძლება მოვხვდეთ აქედან. მანდვე შესაძლებელია ჩამოტვირთვის პირდაპირი ბმულის მიღება.

განახლების დაყენება აგრეთვე შესაძლებელია Software Update-ის დახმარებით.

წყარო: Apple

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *