Apple-ი გამართავს შეხვედრას პრესასთან 7 აგვისტოს. ნუთუ ახალი iMac-ი?

სხვადასხვა ვებ-საიტების მონაცემებით, აგვისტოს დასაწყისში Apple-ი გეგმავს გამართოს სპეციალური ღონისძიება პრესისათვის, რომელიც მთლიანად iMac კომპიუტერებს დაეთმობა.

ღონისძიება ჩატარდება კომპანიის ცენტრალურ ოფისში, კუპერტინოში, 7 აგვისტოს დილის ათ საატზე ადგილობრივი დროით.

დამკვირვებელთა ვარაუდით, ამ დღეს კომპანია წარმოადგენს iMac-ის დიდი ხნის ნანატრ ახალ ვერსიას, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, იქნება უფრო თხელი brushed aluminium კორპუსით, აგრეთვე iLife-ის ახალი ვერსიით, რომელიც არ განახლებულა Macworld 2006-ის შემდეგ.