Leopard-ის ახალ ანაწყობში მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი (GUI) კვლავ შეიცვალა

ვებ-საიტი ThinkSecret-ი გვატყობინებს იმის შესახებ, რომ Mac OS X 10.5 Leopard-ის ბოლო, ბეტა-ანაწყობში build 9a499 გაჩნდა მომხმარებლის ინტერფეისის ზოგიერთი ცვლილება წინა ვერსიასთან შედარებით, რომელიც სტივმა წარადგინა WWDC კონფერენციაზე ივნისში.

კერძოდ, დოკში დაბრუნდა განყოფი, რომელიც ჰყოფს პროგრამებს და დოკუმენტებს, შეიცვალა მენიუს სტრიქონის ხატულები, რომლებიც ახლა უფრო მკაფიოდ ჩანს ნახევრადგამჭირვალე ზოლზე, შეიცვალა System Preferences-ის ხატულა, რომელიც გახდა ისეთივე, როგორც iPhone-ში, ხოლო Finder-ის ფანჯრებში შესაძლებელია ფაილის სრული მდებარეობის ჩართვა.

ThinkSecret აპირებს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნოს ეკრანული სურათების უფრო ფართო კოლექცია.

წყარო: ThinkSecret

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *