Apple-ის ახალი კლავიატურა?

ვებ-საიტმა Engadget-მა გამოაქვეყნა Apple-ის ახალი კლავიატურის ფოტოები, რომელიც გაყიდვაში გამოვა iMac-ის ახალ მოდელებთან ერთად, რომლებიც, მოარული ხმების თანახმად შემდეგ თვეში გამოვა გაყიდვაში. რამდენად ჭეშმარიტია ეს ფოტო ძნელი სათქმელია, თუმცა, თუ ეს სიყალბეა, იგი შესრულებულია საკმაოდ მაღალ დონეზე.

კლავიშების კონსტრუქცია წააგავს Apple MacBook-ის კლავიშებისას. იგი შესრულებულია სტილში, რომელშიც შერწყმულია ალუმინის და თეთრი ფერები, ხოლო სისქე – 1 სმ. კლავიატურას გააჩნია USB პორტები, ხოლო ფუნქციონალური Fx-კლავიშების რაოდენობა გაზრდილია 19-მდე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ Command კლავიშიდან გაქრა Apple-ის ლოგოტიპი.

სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ, ახალი iMac-ი, რომლის გამოსვლა დაგეგმილია აგვისტოში, შესრულებული იქნება „ალუმინის“ სტილში და ექნება ზეთხელი (”blade”) კორპუსი. თუ ეს ფოტო არ არის ყალბი, მაშინ იგი სწორედ რომ ამის დადასტურებაა.

წყარო: Engadget