ახალი iPod-ი მაინც გამოვა აგვისტოში?

ვებ-საიტი ThinkSecret-ი კონფედენციალურ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ Apple-ი გეგმავს აგვისტოს პირველ ნაწილში წარმოადგინოს ახალი სრულზომიანი iPod-ი.

ThinkSecret-ის ინფორმაციით, ახალი, მეექვსე თაობის iPod-ებში არ იქნება გამოყენებული სენსორული ეკრანი და OS X ოპერაციული სისტემის შემსუბუქებული ვერსია. სამაგიეროდ, ახალ მოდელს ექნება უფრო გამძლე კორპუსი, შეინარჩუნებს ეკრანის ძველ ზომას და Click Wheel სამართავ ბორბალს.

რამდენიმე დღის წინ ვებ-საიტმა MacRumors გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელზეც ნაჩვენებია ახალი iPod-ის ინტერფეისი. რათქმაუნდა, Apple-ის ყოველი ახალი პროდუქტის გამოსვლამდე ინტერნეტს წალეკავს ხოლმე უამრავი სიყალბე, რომელთა ავტორებიც ცდილობენ გამოიცნონ მომავალი მოწყობილობის თავისებურებები, თუმცაღა, ვიდეორგოლის ნაწილობრივ ნადვილობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ Apple-ის იურიდიულმა სამსახურმა კატეგორიულად მოითხოვა MacRumors-გან აღნიშნული რგოლის მოშორება საიტიდან. მოგვიანებით აღნიშნული რგოლი წაიშალა აგრეთვე YouTube-ის მონაცემთა ბაზიდან.

აქ არის განთავსებული ამ რგოლის კიდევ ერთი ვერსია, თუმცა სავარაუდოდ ამ საიტიდანაც მალე გააქრობენ.

წყარო: ThinkSecret

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.