Apple-მა დააგზავნა Leopard-ის ახალი ანაწყობი

Apple-მა ბეტა-ტესტერებს დაუგზავნა Mac OS X Leopard 10.5-ის ახალი ანაწყობი – 9A499.

ტესტერები იუწყებიან, რომ ახალი ანაწყობი მიიღო ყველამ, ვისაც აქვს Apple Developer Connection სტატუსი, ხოლო დისკის ზომა შეადგენს დაახლოებით 7 გბაიტს.

ტესტერების განცხადებით, ახალი ანაწყობი წინასაგან გამოირჩევა დიდი არასტაბილურობით. „გირჩევთ არ დააყენოთ ახალი ანაწყობი, გამოიყენეთ წინა ვერსია 9A466. 9A499 ძალზედ ბევრ შეცდომას შეიცავს“, – გვაფრთხილებს ერთ-ერთი მათგანი.

მიუხედავად ამისა, Leopard-ის ახალი ვერსია წინაზე მეტად უფრო სწრაფია, რაც ნამდვილად გვახარებს, ვინაიდან ივნისის ანაწყობი არ გამოირჩეოდა ნორმალური სისწრაფით.

Apple-მა განაცხადა, რომ Mac OS X 10.5-ის ფინალური ვერსია გამოვა მიმდინარე წლის ოქტომბერში.

წყარო: AppleInsider