Apple-მა დაიწყო iPhone-ის გარნიტურების მოწოდება

Bluetooth-გარნიტურების პირველი მყიდველები უკვე იღებენ ნანატრ საქონელს. ერთერთმა მათგანმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც დაფიქსირებულია მოწყობილობის გახსნის პროცესი, თვით გარნიტურა და კომპლექტში შემავალი ასესუარები.

გარნიტურის გარდა, თითოეული მყიდველი მიიღებს შემაპირისპირებელ სადგურს, რომელიც საჭიროა ტელეფონის და გარნიტურის ერთდროულად დასამუხტად. მაგნიტური დამჭერი MagSafe, ისეთივე, როგორიც გამოიყენება Apple MacBook და MacBook Pro პორტატულ კომპიუტერებში, უზრუნველყოფს გარნიტურის შემაპირისპირებელ სადგურთან და კაბელთან უსაფრთხო მიერთებას. დამუხტვის პროცესში iPhone-ის ეკრანზე გამოისახება როგორც აკუმულატორის, ასევე გარნიტურის დამუხტვის პროცესი.

დამატებითი ფოტოები შეგიძიათ იხილოთ აქ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *