Vodafone-ს სურს იხილოს iPhone-ში 3G-ს მხარდაჭერა

ფიჭური კავშირგაბმულობის საერთაშორისო ოპერატორი Vodafone-ი დიდ პრობლემას ხედავს იმაში, რომ Apple iPhone-ს არა აქვს 3G ქსელების მხარდაჭერა.

Vodafone-ის აზრით, iPhone-ის მიმდინარე მოდელი შეიძლება ვერ გახდეს წარმატებული ევროპულ ბაზარზე, ვინაიდან ინტერნეტში წვდომა მასში შემოიგარგლება მხოლოდ EDGE ტექნოლოგიით, რომელსაც სტივ ჯობსიც კი სკამაოდ ნელს უწოდებს.

„ეს არის შესანიშნავი მოწყობილობა არაჩვეულებრივი პროგრამული უზრუნველყოფით, – განაცხადა Vodafone-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არუნ სარინმა (Arun Sarin), – მაგრამ ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ EDGE ტექნოლოგიის მიერ არეს დაფარვის გამო, ამიტომ ჩვენ იმედს ვამყარებთ 3G-მოწყობილობებზე“.

საქმე იმაშია, რომ ევროპული ქვეყნების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე მიეჩვია 3G ქსელებს და მათთვის iPhone-ი წინსვლის ნაცვლად გახდება უკან დახევა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *