Parallels-მა გამოუშვა Desktop 3.0-ის ახალი ანაწყობი

კომპანია SWsoft-ის ქვეგანყოფილება Parallels-მა გამოუშვა ოპერაციული სისტემის Mac OS X-ის x86 არქიტექტურის ვირტუალური მანქანის ახალი, რიგით მეორე ანაწყობი – Parallels Desktop 3.0 build 4560. პირველი ვერსია, Desktop 3.0 (build 4128) გამოშვებულ იქნა რამდენიმე კვირის წინ.

ახალ ვერსიაში გაუმჯობესებულია SmartSelect მექანიზმის მუშაობა, აჩქარებულია მუშაობა Boot Camp ტომთან, გამოსწორდა სრულეკრანოვან რეჟიმში გადასვლისას წარმოქმნადი უწესრიგობები, კვლავ დაემატა Parallels Image Tool-ი, გაფართოვდა Snapshot manager-თან მუშაობის ინსტრუმენტები. გაუნჯობესება აგრეთვე შეეხო Parallels Explorer-ს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვიმუშაოთ არა-NTFS დისკებთან.

Parallels Desktop 3.0 build 4560-ის საცდელი ვერსია შეგიძიათ გადმოქაჩოთ აქედან.

წყარო: Parallels

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *