გსურთ ყვითელი ფერის iPhone-ი?

კომპანიამ ColorWare, რომელიც ახდენს სხვადასხვა პორტატული კომპიუტერების, სათამაშო კონსოლების, პორტატული დამკვრელების ტუნინგს, განაცხადა Apple iPhone-ზე მუშაობის შესახებ.

კომპანიის კლიენტებს შეეძლებათ ამოირჩიონ ფერის ნებისმიერი კომბინაცია.

ტელეფონისათვის ახალი ფერის მისადაგებისათვის, მას შლიან ხელით და თითოეულ დეტალს ფარავენ საღებავის ფენით სპეციალური ტექნოლოგიით, რაც კომპანიის განცხადებით საღებავს უფრო გამძლეს ხდის.

კომპანია კლიენტებს სთავაზობს iPhone-ის შეძენის ორ ვარიანტს: მზა უკვე შეღებილი ტელეფონები ($650 4 გბაიტიანი მოდელისათვის და $750 – 8 გიგაბაიტიანისათვის) და დამკვეთის ტელეფონის ტუნინგი – $150 + მიწოდების ხარჯები.

წყარო: ColorWare