ჭორი: Apple-მა შეიძლება გამოუშვას iPod-ი Wi-Fi-ს მხარდაჭერით

გამორიცხული არაა, რომ Apple-ის პორტატული დამკვრელების სიას უახლეს ხანში დაემატოს დაემატოს მოწყობილობა უსადენი კავშირის მხარდაჭერით.

Wi-Fi ქსელის კონტროლერი ჩადგმულია Apple-ის მობილურ ტელეფონში iPhone. თუმცა iPod-ის დამკვრელების არსებულ მოდელებს არ შეუძლიათ უსადენო კავშირით ურთიერთქმედება. სპეკულაცია Apple-ის მიერ უსადენო ქსელის მხარდამჭერი დამკვერლის გამოშვების თემაზე დიდი ხანია მუსირებს ქსელში.

Apple-მა უკვე შეიტანა ა.შ.შ.-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების სამმართველოში (USPTO) საპატენტო განაცხადი პორტატულ მოწყობილობებს შორის მონაცემთა გაცვლის სისტემის აღწერით. განაცხადი რეგისტრირებულია მიმდინარე წლის 12 ივლისით. განაცხადის მიხედვით, აღნიშნული სისტემა შეიძლება განხორციელდეს პორტატულ დამკვრელებში და ჯიბის კომპიუტერებში. ამ შემთხვევაში, მფლობელებს შეეძლებათ მონაცემების ჩატვირთვა მოწყობილობის მეხსიერებაში, აგრეთვე კონტაქტის დამყარება ახლოს მყოფ გაჯეტებთან უსადენო ქსელის გამოყენებით. თუმცა, Apple-ი, როგორც ყოველთვის, ახალი მოწყობილობების შესახებ დუმილს ამჯობინებს.

ამ დღეებში, ინტერნეტში გავცელდა ჭორი, რომ Apple-ი აპირებს გამოუშვას iPod-ი ვიდეოს მხარდაჭერით და სენსორული ეკრანით. ეს ინფორმაციაც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *