ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ iPhone-ის გაყიდვების მოცულობა გაიზრდება 13,5 მილიონ ეგზემპლარამდე წლინახევრის განმავლობაში

კომპანია RBC Capital-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ iPhone-ის გაყიდვების მოცულობა გაიზრდება 13,5 მილიონ ეგზემპლარამდე წლინახევრის განმავლობაში.

კომპანიის მონაცემების მიხედვით, ამ წლის ბოლომდე Apple-ი ვარაუდობს გაყიდოს 8 მილიონი ტელეფონი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს გაზარდოს გაყიდვების მოცულობა და გადააჭარბოს პროდუქტის გამოშვებიდან პირველი 18 თვის განმავლობაში დაგეგმილ 10 მილიონიან ნიშნულს.

RBC Capital-ი ვარაუდობს წლის ბოლომდე iPhone-ის ახალი მოდელის გამოშვებას 16 გბაიტიანი მეხსიერებით, გაყიდვების სტიმულაციის მიზნით ფასების ცოტაოდენ კლებას, ხოლო მომავალ წელს ახალი მოდელის გამოშვებას – 3G/HSDPA ქსელების მხარდაჭერით და ეკრანის უკეთესი გარჩევადობით.

კომაპნიის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე Apple-ი განაახლებს iPod nano დამკვრელებს და გამოუშვებს ახალ „დიდ“ iPod-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება iPhone-ის ყველა მედიაფუნქციით.

წყარო: MacNN