iPhone-ში მოხდება შიდა კოდის განახლება?

Web-საიტი PDALive გვატყობინებს, რომ Apple-ი ამზადებს დიდ განახლებას iPhone-ის შიდა პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც ტელეფონს შემატებს დამატებით ახალ ფუნქციებს.

ახალ ფუნქციათა შორის, რომელიც გაჩნდება iPhone-ში განახლების შემდეგ, — Mass storage device და Disk mode რეჟიმები, აგრეთვე უფრო მჭიდრო ინტეგრაცია Mac OS X ოპერაციული სისტემის მომავალ ვერსიასთან – 10.5 Leopard.

ამის გარდა, PDALive-ის განცხადებით, განახლება დაამატებს ფუნქციათა ნაკრებს Apple iWork საოფისე პაკეტთან ინტეგრაციის შესაძლებლობას, ფაილების მიმომხილველს, გარე პროგრამულ უზრუნველყოფაში ვირტუალური კლავიატურის თარაზულად განთავსების შესაძლებლობას (ამჟამად ეს შესაძლებლობა არის მხოლოდ Safari-ში), გაცვლის ბუფერს (Clipboard), iChat-ის მხარდაჭერას, ზარზე მელოდიების მორგებას, Adobe Flash-ის მხარდაჭერას და .Mac სერვისთან ინტეგრაციას.

იმედია, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ არის ავტორის ფანტაზიის ნაყოფი.

წყარო: PDALive

This entry was posted in Apple, ყველა სტატია. Bookmark the permalink.