Skip to content

iPhone-ი გაიყიდა. სულ.

ამ მომენტისათვის, აშშ-ის ტერიტორიაზე განთავსებული Apple-ის 162 მაღაზიიდან მხოლოდ ორში, პიტსბურგში და ტაიგარდში განთავსებულებში შემორჩა iPhone-ი. ამის შესახებ იტყობინება Apple-ის სპეციალური ვებ-გვერდი.

29 ივნისიდან დაწყებული სულ უფრო მეტი მაღაზია იტყობინებოდა საქონლის გამოლევაზე. გამორიცხული არაა, რომ მათ დროულ შევსებას ხელი შეუშალა გუშინწინდელმა დღესასწაულმა (4 ივლისი - აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე). ამ ეტაპზე კომპანია არ იტყობინება, თუ როდის გამოჩნდება კვლავ გაყიდვაში iPhone-ი.

Apple-ის ვებ-მაღაზია თავის კლიენტებს საქონლის მიწოდების ვადებად უსახელებს 2-დან 4 კვირას.