Skip to content

ვებ-საიტი ThinkSecret-ი გვატყობინებს იმის შესახებ, რომ Mac OS X 10.5 Leopard-ის ბოლო, ბეტა-ანაწყობში build 9a499 გაჩნდა მომხმარებლის ინტერფეისის ზოგიერთი ცვლილება წინა ვერსიასთან შედარებით, რომელიც სტივმა წარადგინა WWDC კონფერენციაზე ივნისში.

კერძოდ, დოკში დაბრუნდა განყოფი, რომელიც ჰყოფს პროგრამებს და დოკუმენტებს, შეიცვალა მენიუს სტრიქონის ხატულები, რომლებიც ახლა უფრო მკაფიოდ ჩანს ნახევრადგამჭირვალე ზოლზე, შეიცვალა System Preferences-ის ხატულა, რომელიც გახდა ისეთივე, როგორც iPhone-ში, ხოლო Finder-ის ფანჯრებში შესაძლებელია ფაილის სრული მდებარეობის ჩართვა.

ThinkSecret აპირებს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნოს ეკრანული სურათების უფრო ფართო კოლექცია.

წყარო: ThinkSecret

Apple iPhone-ის ზოგიერთი მომხმარებელი იტყობინება დამტენი მოწყობილობის პრობლემების შესახებ.

ZDNet-ის მიმომხილველს ჯეისონ ო’გრეიდის (Jason D. O’Grady) ასევე შეექმნა პრობლემები.

მიმოხილველმა მოგვითხრო, რომ ორი iPhone-ის დამტენი მოწყობილობა, მისი და მეუღლის შეძენიდან ერთ დღეში გამოვიდა მწყობრიდან. ო’გრეიდი ცდილობდა ტელეფონის მიერთებას სხვადასხვა კაბელებით, შეეცადა გამოეყენებინა შემაპირისპირებელი სადგური და ა.შ., მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, iPhone-ის აკუმულატორი USB პორტის საშუალებით მაინც დაიტენა.

Apple-ის ვებ საიტის ფორუმზე რამდენიმე მომხმარებელმა დააფიქსირა ანალოგიური პრობლემა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ,თუ რა ოდენობით გაიყიდა iPhone-ი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დამტენი მოწყობილობების პრობლემა არ ატარებს სისტემატურ ხასიათს.

წყარო: ZDNet

კომპანია Apple-ი ადასტურებს, რომ მობილური ტელეფონი iPhone-ი ევროპის ტერიტორიაზე გაყიდვაში გამოვა ამ წლის მეოთხე კვარტალში.

Apple-ის ფინასური დირექტორი პიტერ ოპენჰეიმერი გვატყობინებს, რომ Apple-ის პარტნიორთა სახელები, რომლებიც განახორციელებენ iPhone-ის რეალიზაციას და მხარდაჭერას, მესამე კვარტლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ოუკბრუკის ერთ-ერთ სასამართლოში (ილინოისის შტატი, აშშ), შესულია პირველი კოლექტიური სარჩელი iPhone-ის მფლობელებისაგან, რომლებიც მწარმოებელს ადანაშაულებენ არაკეთილსინდისიერ ქმედებებში და აკუმულატორი ექსპლუატაციის შესახებ არასაწორი ინფორმაციის გავრცელებაში.

მოსარჩლეთა განცხადებით, iPhone-ის შიდა აკუმულატორი კარგად მუშაობს მხოლოდ 300 დამუხტვა-განმუხტვის ციკლის განმავლობაში, რის შემდეგაც საჭიროებს შეცვლას. Apple-ს, როგორც ცნობილია, სხვა მონაცემები მოჰყავს - კომპანიის განცხადებით, 400 ციკლის შემდეგ ტელეფონის აკუმულატორი კარგავს მოცულობის მხოლოდ 20%-ს, რის შემდეგაც iPhone-ის მფლობელს შეუძლია გააგრძელოს გამოყენება ან შეცვალოს იგი.

მოსარჩელეები აგრეთვე უკმოყოფილონი არიან იმით, რომ აკუმულატორის მოქმედების ვადის და მისი შეცვლის შესახებ ინფორმაცია Apple-მა გამოაქვეყნა მხოლოდ გაყიდვების დაწყების შემდეგ, როდესაც ათასობით მომხმარებელს უკვე ჰქონდა შეძენილი ტელეფონი.

შეგახსენებთ, რომ აკუმულატორი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მწარმოებლის მიერ, ხოლო ამ ოპერაციის ღირებულება შეადგენს $86 (აშშ-ს ტერიტორიაზე გადაგზავნის ღირებულების ჩათვლით).

წყარო: Gizmodo

სალამი ყველას!

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ყველა ახალი მაკინტოში მუშაობს Intel-ის პროცესორებზე. ასევე ცნობილია, რომ ამ პროცესორზე გადასვლის შემდეგ MacOS X „გატეხილ“ იქნა და ამჟამად შესაძლებელია მისი გაშვება ჩვეულებრივ PC კომპიუტერზე. მოდით ვნახოთ თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს.

ჩემი აზრით, ბევრს ჰაკინტოშზე (Hackintosh - PC, რომელზეც დაყენებულია Mac OS) გადასვლის საკითხში ხელს უშლიან მითები. შევეცდები ზოგიერთი მათგანის გაქარწყლებას:

  1. MacOS X-ის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ თავსებად აპარატურაზე (პროცესორი და ჩიპსეტი მხოლოდ Intel-ი, ვიდეო - NVidia). პერიფერიული მოწყობილობების უდიდესი ნაწილი არ იმუშავებს. ოდესღაც ეს სიმართლე იყო, მაგრამ დრო გადის, გამოდის ახალი პაჩები და დრაივერები, თავსებადი აპარატურის სია დიდდება. ამჟამად MacOS X-ის დაყენება შესაძლებელია ისეთ კომპიუტერზე, რომელშიც ჩადგმულია პროცესორი SSE2-ის ინსტრუქციების მხარდაჭერით (სასურველია SSE3). შეიძლება AMD და Intel-ის პროცესორების გამოყენება. თვქენ არ დაგჭირდებათ USB მაუსის და კლავიატურის გამოყენება. თანამედროვე ვიდეო ბარათებში შესაძლებელი იქნება აპარატურული აჩქარება (ანუ Quartz Extreme, Quartz 2d, Core Image, GL). ხომ ხედავთ, თქვენს კომპიუტერს არ ესაჭიროება რაღაც განსაკუთრებული პარამეტრები;
  2. MacOS X-ის ინსტალაცია რთული და დამღლელი საქმეა.

სინამდვილეში იმაზე რთული არაა, ვიდრე ვინდოუსის ინსტალაცია.

მოდით შევუდგეთ.

დღეს ჩვენ დავაყენებთ MacOS X-ს ვირტუალურად, ანუ არა პირდაპირ კომპიუტერში, არამედ უკვე დაინსტალირებულ ვინდოუსში, რომელშიც აყენია VMWare. იმედია, არ დამჭირდება იმის ახსნა, თუ რა არის ეს. თუ ეს არ იცით, აზრი არა აქვს იმის ახსნას, თუ როგორ უნდა დაყენდეს MacOS X-ი.

  • ჩამოტვირთეთ OS X 10.4.5 ან 10.4.6 ან 10.4.7 ან 10.4.8 ISO-ფაილი. ამას მოახერხებთ მხოლოდ ტორენტებიდან, იშვიათად რომელიმე საიტზე შეიძლება იდოს. ფაილი დიდია, 4 გიგაბაიტზე დიდი, ასე რომ საკმაო დრო დაგჭირდებათ. მე შემიძლია გირჩიოთ torrents.ru;
  • ჩამოტვირთვის შემდგომ, არ არის სავალდებულო ამ ფაილის დვდ-დისკზე ჩაწერა. ჯერ ეს ერთი, რომ ბევრს არცა აქვს ჩამწერი ამძრავი (დისკავოდი), მეორეც ვინჩესტერიდან მონაცემები უფრო სწრაფად იკითხება, ვიდრე ლაზერული დისკიდან და ინსტალაცია მეტ ხანს გაგრძელდება. Image-ფაილის მისაერთებლად გამოიყენეთ Alcohol 120% ან DAEMON-tools;
  • შექმენით ახალი ვირტუალური მანქანა. VMware-ის გაშვების შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „New Virtual Machine“. გაიხსნება ოსტატი;
  • აირჩიეთ Typical, დააწკაპუნეთ ღილაკზე „შემდეგ“;
  • აირჩიეთ Other, შემდეგ მონიშნეთ FreeBSD, დააწკაპუნეთ ღილაკზე „შემდეგ“;

მნიშვნელოვანი გაფრთხილება! თუ თქვენ გაქვთ Conroe ან Core 2 Duo პროცესორი, ამოირჩიეთ „Windows“ და შემდეგ „Windows NT“.

  • უმჯობესია აირჩიოთ 1 ვირტუალური პროცესორი;
  • ხისტი დისკის ტიპის არჩევისას გირჩევთ გამოიყენოთ IDE დისკი;
  • დაარქვით ვირტუალურ მანქანას როგორც გენებოთ (მე დავარქვი „Mac OS X“), დააწკაპუნეთ ღილაკზე „შემდეგ“;
  • ქსელის ტიპის არჩევისას მე ავირჩიე Bridged Connection, რაც საშულებას მოგცემთ ინსტალაციის შემდგომ აიღოთ ვინდოუსიდან ინტერნეტის კავშირი;

ვირტუალურ ხისტ დისკს რაც შეეხება, აუცილებელი მინიმუმია 6 გბაიტი, თუ უფრო მეტს გამოყოფთ, უკეთესია.

  • დააწკაპუნეთ ღილაკზე „დასრულება“;
  • გახსენით თქვენი ვირტუალური მანქანის პარამეტრები;

Devices-ებში:

  • გააკეთეთ ორმაგი წკაპი ოპერატიულ მეხსიერებაზე და დააყენეთ სასურველი რაოდენობა. მინიმუმ დაგჭირდებათ 128 მბაიტი. თუმცა როგორც პრაქტიკამ აჩვენა, 256 მბაიტზე ნაკლების დროს სისტემა ძალზედ ნელა მუშაობს, თუ მეტი გაქვთ ოპერატიული, გირჩევთ 512 მბაიტი გამოყოთ;
  • გააკეთეთ ორმაგი წკაპი CD-ROM ამძრავზე და ამოირჩიეთ იმ ამძრავის ასო-ნიშანი, რომელზეც მიერთებულია Image-ფაილი;
  • დახურეთ VMWare-ი;
  • დაარედაქტირეთ VMWare-ის კონფიგურაციის ფაილი;
  • მოიძიეთ ის ადგილი, სადაც განთავსებულია თქვენი ვირტუალური მანქანის ფაილები;
  • ნახეთ ვირტუალური მანქანის ფაილი (.vmx გაფართოება) Notepad-ში;
  • დაამატეთ სტრიქონი ფაილის ბოლოში:

paevm="true"

Mac OS X-ის ინსტალაცია

  • გაუშვით Mac OS X-ის ვირტუალური მანქანა;
  • როდესაც Mac OS X-ი ჩატვირთვის ეკრანი გამოჩნდება, დააჭირეთ ღოლაკზე F8;
  • აკრიფეთ -v და დააჭირეთ enter ღილაკზე;
  • დაიწყება Mac OS X-ის ინსტალაცია;

ინსტალაციის ბიჯების მიდევნების შემდეგ, მიხვალთ მომენატმდე, როდესაც საჭიროა ხისტი დისკის არჩევა, მაგრამ ამ დროს სიაში არაფერია წარმოდგენილი.

  • Mac OS X-ის მთავარ მენიუში (რომელიც ეკრანის ზედა ზოლზეა განთავსებული), გახენით Utilities და შემდეგ Disk Utility;
  • მარცხენა ფანჯარაში მონიშნეთ VMware დისკწამყვანი, ხოლო მარჯვენა განჯარაში დააჭირეთ „partition“-ზე;
  • Volume Scheme-ა დააყენეთ 1 partition და მიანიჭეთ სახელი. დისკის ფორმატი უნდა იყოს „Mac OS Extended (Journaled)“;
  • დააწკაპუნეთ „partition“, შემდეგ კვლავ „partition“;

პროგრესის ზოლის ბოლომდე გასვლის შემდეგ (ფანჯრის ქვედა მარჯვენა ნაწილში), შეგიძლიათ დახუროთ Disk Utility.

თქვენი დისკწამყვანი ამჯერად გამოჩნდება ფანჯარაში.

განაგრძეთ ინსტალაცია.

  • გამოიყენეთ Custom Installation (მორგებული ინსტალაცია);
  • ფანჯარაში ქვედა კიდეზე ჩანს ღილაკი Custom. დააჭირეთ მასზე;

მე გირჩევთ გათიშოთ ყველა პრინტერის ინსტალაცია და აგრეთვე ენების ინსტალაცია (ინგლისურის გარდა).

თუ გაქვთ Intel პროცესორი, დააინსტალირეთ მხოლოდ მისთვის განკუთვნილი პაჩები, წინააღმდეგ შემთხვევაში დააყენეთ AMD-თვის განკუთვნილები. დანარჩენი ყველაფერი მონიშნეთ.

ახლა დააცალეთ, სანამ დასრულდება ინსტალაცია და მანქანა გადავა ხელახალი ჩატვიღვის რეჟიმში.

ახლა პრობლემები:

ინსტალაციის დასრულების შემდეგ, ხელახალი ჩატვირთვისას გამოვა შეცდომა:

b0 error

  • ხელახლა გაუშვით ინსტალაცია და აკრიფეთ -v -s
  • როდესაც გამოვა პრომტი, აკრიფეთ fdisk -e /dev/rdisk0
  • შემდეგ აკრიფეთ print
  • გამოვა პარტიშენების სია. ერთ-ერთ მათგანში, სხვებისაგნ განსხვავებით იქნება ჩაწერილი ციფრები (დანარჩენებში - ტირეები)
  • აკრიფეთ flag და იმ სტრიქონის ნომერი, რომელშიც წერია ზემოთაღნიშნული ციფრები (როგორც წესი, უნდა აკრიფოთ flag 1)
  • აკრიფეთ quit და გადატვირთეთ კომპიუტერი

სულ ესაა!

ვინაიდან ჩვენ დღეს Mac OS X-ი დავაყენეთ ვირტუალურად, დრაივერების პრობლემა არ გექნებათ. შემდეგ გაკვეთილში ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ უნდა დავაყენოთ Mac OS X-ი რეალურად, ვირტუალიზაციის გარეშე.

მადლობთ ყურადღებისათვის!

ვებ-საიტმა Engadget-მა გამოაქვეყნა Apple-ის ახალი კლავიატურის ფოტოები, რომელიც გაყიდვაში გამოვა iMac-ის ახალ მოდელებთან ერთად, რომლებიც, მოარული ხმების თანახმად შემდეგ თვეში გამოვა გაყიდვაში. რამდენად ჭეშმარიტია ეს ფოტო ძნელი სათქმელია, თუმცა, თუ ეს სიყალბეა, იგი შესრულებულია საკმაოდ მაღალ დონეზე.

კლავიშების კონსტრუქცია წააგავს Apple MacBook-ის კლავიშებისას. იგი შესრულებულია სტილში, რომელშიც შერწყმულია ალუმინის და თეთრი ფერები, ხოლო სისქე - 1 სმ. კლავიატურას გააჩნია USB პორტები, ხოლო ფუნქციონალური Fx-კლავიშების რაოდენობა გაზრდილია 19-მდე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ Command კლავიშიდან გაქრა Apple-ის ლოგოტიპი.

სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ, ახალი iMac-ი, რომლის გამოსვლა დაგეგმილია აგვისტოში, შესრულებული იქნება „ალუმინის“ სტილში და ექნება ზეთხელი (”blade”) კორპუსი. თუ ეს ფოტო არ არის ყალბი, მაშინ იგი სწორედ რომ ამის დადასტურებაა.

წყარო: Engadget

ვებ-საიტი ThinkSecret-ი კონფედენციალურ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ Apple-ი გეგმავს აგვისტოს პირველ ნაწილში წარმოადგინოს ახალი სრულზომიანი iPod-ი.

ThinkSecret-ის ინფორმაციით, ახალი, მეექვსე თაობის iPod-ებში არ იქნება გამოყენებული სენსორული ეკრანი და OS X ოპერაციული სისტემის შემსუბუქებული ვერსია. სამაგიეროდ, ახალ მოდელს ექნება უფრო გამძლე კორპუსი, შეინარჩუნებს ეკრანის ძველ ზომას და Click Wheel სამართავ ბორბალს.

რამდენიმე დღის წინ ვებ-საიტმა MacRumors გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელზეც ნაჩვენებია ახალი iPod-ის ინტერფეისი. რათქმაუნდა, Apple-ის ყოველი ახალი პროდუქტის გამოსვლამდე ინტერნეტს წალეკავს ხოლმე უამრავი სიყალბე, რომელთა ავტორებიც ცდილობენ გამოიცნონ მომავალი მოწყობილობის თავისებურებები, თუმცაღა, ვიდეორგოლის ნაწილობრივ ნადვილობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ Apple-ის იურიდიულმა სამსახურმა კატეგორიულად მოითხოვა MacRumors-გან აღნიშნული რგოლის მოშორება საიტიდან. მოგვიანებით აღნიშნული რგოლი წაიშალა აგრეთვე YouTube-ის მონაცემთა ბაზიდან.

აქ არის განთავსებული ამ რგოლის კიდევ ერთი ვერსია, თუმცა სავარაუდოდ ამ საიტიდანაც მალე გააქრობენ.

წყარო: ThinkSecret

Apple-ი გეგმავს გაყიდოს iPhone-ის პირველი მილიონი ეგზემპლარი მიმდინარე კვარტლის ბოლომდე, რომელიც სექტემბერში სრულდება. შედარებისათვის: პირველ მილიონ iPod-ს კომპანია ყიდდა შვიდი კვარტლის განმავლობაში. 2008 წლის ბოლომდე კუპერტინო ვარაუდობს გაყიდოს 10 მილიონი ეგზემპლარი. შეგახსენებთ, რომ პირველი 30 საათის განმავლობაში, Apple-მა გაყიდა 270 ათასი მოწყობილობა.

წინა კვარტლის შედეგების გამოცხადებისას კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ iPhone-ის დებიუტი ევროპის რამოდენიმე მსხვილ ქვეყანაში შედგება კალენდარული წლის ბოლომდე, დანარჩენებში - მომავალ წელს. დაწვრილებით ინფორმაცის Apple-ი მოგვაწვდის მოგვიანებით.

გასულ კვარტალში iPhone-მა და სატელევიზიო მოწყობილობამ Apple TV, კომპანიას მოუტანა მოგება 180 მილიონი დოლარის ოდენობით. AT&T-ი გვამცნობს, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში მან შეძლო გაეყიდა iPhone-ი უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი უსადენო მოწყობილობისა რეალიზაციის პირველი თვის განმავლობაში.

Apple-ი ადასტურებს, რომ მიმდინარე კვარტლის შედეგებში შევა ის თანხაც, რომელიც მან მიიღო AT&T-გან, ანუ სააბონენტო გადასახადის ნაწილი, რომელსაც იხდიან iPhone-ის მომხმარებლები. ამ დროისათვის Apple-ის და AT&T-ის თითქმის ყველა მაღაზია საკმარისად არის მომარაგებული iPhone-ბით.

წყარო: Apple

საინფორმაციო სააგენტო China Economic News Service, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ, მობილური ტელეფონის უმსხვილესმა მწარმოებელმა, Quanta Computer მიიღო Apple-გან შეკვეთა iPhone-ის ახალი მოდელის წარმოებაზე.

სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, პლატების ადგილობრივი მწარმოებლები უკვე ამზადებენ მასალებს ტელეფონის ახალი მოდელის წარმოებისათვის, რომელიც ალბათ გაყიდვაში მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოვა.

წყარო: China Economic News Service

Apple-მა ბეტა-ტესტერებს დაუგზავნა Mac OS X Leopard 10.5-ის ახალი ანაწყობი - 9A499.

ტესტერები იუწყებიან, რომ ახალი ანაწყობი მიიღო ყველამ, ვისაც აქვს Apple Developer Connection სტატუსი, ხოლო დისკის ზომა შეადგენს დაახლოებით 7 გბაიტს.

ტესტერების განცხადებით, ახალი ანაწყობი წინასაგან გამოირჩევა დიდი არასტაბილურობით. „გირჩევთ არ დააყენოთ ახალი ანაწყობი, გამოიყენეთ წინა ვერსია 9A466. 9A499 ძალზედ ბევრ შეცდომას შეიცავს“, - გვაფრთხილებს ერთ-ერთი მათგანი.

მიუხედავად ამისა, Leopard-ის ახალი ვერსია წინაზე მეტად უფრო სწრაფია, რაც ნამდვილად გვახარებს, ვინაიდან ივნისის ანაწყობი არ გამოირჩეოდა ნორმალური სისწრაფით.

Apple-მა განაცხადა, რომ Mac OS X 10.5-ის ფინალური ვერსია გამოვა მიმდინარე წლის ოქტომბერში.

წყარო: AppleInsider