Skip to content

Aplle-ის თანამშრომლები iPhone-ებს უფასოდ მიიღებენ?

ვებ-საიტის ThinkSecret-ის ინფორმაციით, Aplle-ის უფროსმა სტივ ჯობსმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ კომპანიის თანამშრომლები უფასოდ მიიღებენ 8 გბაიტიან iPhone-ებს.

ტელეფონის ბედნიერი მფლობელები გახდებიან ის თანამშრომლები, რომლებიც კომპანიაში მუშაობენ მთლიან განაკვეთზე და აგრეთვე ისინი ვინც მუშაობს ნახევარგანაკვეთზე, მაგრამ 1 წელზე მეტი ხანია.

ტელეფონები გადაეცემათ ალბათ უფრო ივლისის ბოლოსკენ, როდესაც შედარებით ჩაცხრება აჟიოტაჟი. დღეისათვის წარმოებულია უკვე დაახლოებით 3 მილიონი ცალი iPhone-ი.